ოკუპაცია “სად დავიცვათ თავი კონფლიქტის ზონასთან თუ დედაქალაქში? თბილისშია უკვე საოკუპაციო ხაზი” – გოგა აფციაური

“სად დავიცვათ თავი კონფლიქტის ზონასთან თუ დედაქალაქში? თბილისშია უკვე საოკუპაციო ხაზი” – გოგა აფციაური

metalab.ge

გორში მოქმედმა ჟურნალისტებმა მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები პოლიციის შენობასთან გააპროტესტეს. მათი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ პროცესებს. დღეს ისინი ამბობდნენ, რომ მედია საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების პირისპირ მუშაობისას, არამედ დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე და სხვადასხვა უბანში. მათი თქმით, აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს სწორედ ისე ეპყრობიან, როგორც საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის საპატიმროებში გადაყავთ.

“კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მოქალაქეებს რას უშვრებიან ოკუპანტები. ნაცემები რომ გამოდიან ხოლმე საქართველოს  მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ეს იცით რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ კვალი უკვე იშლება შენ პოლიციასა და ვიღაც დაქირავრბულ ბანდებს შორის. რაღა განსხვავებაა ახლა. სად დავიცვათ ჩვენი თავი მოქალაქეებმა? ოკუპაციის ხაზთან, თუ დედაქალაქში? თბილისშია ოკუპაციის ხაზი უკვე. გაგვაგებინონ, თუ ვერ გვიცავს სახელმწიფო, მაშინ იძულებულები ვხდებით ჩვენი თავი თვითონვე დავიცვათ”, – აღნიშნა ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ნიღბბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.