საზოგადოება საბავშვო ბაღები ავტორიზაციას 2030 წლამდე ეტაპობრივად გაივლიან

საბავშვო ბაღები ავტორიზაციას 2030 წლამდე ეტაპობრივად გაივლიან

metalab.ge

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა კიდევ გადაიდო. 2030 წლამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიცაზიას ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოახდენს.

“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტით განსახორციელებელი ქმედებები 2022-დნ 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს.

პროექტის მიხედვით:

  • 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის საინფორმაციო სისტემის ბაზა შეიქმნება, სადაც ბაღები დარეგისტრირდებიან, ასევე შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები.

  • 2023 წელს დაგეგმილია ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით გაივლის.

  • 2024 წელს თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი განხორციელდება და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით მოხდება.

გარდამავალ პერიოდში, ბაღების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური საბჭო მიიღებს, რომლის წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025-2030 წლებში განხორციელდება. საბავშვო ბაღებს ავტორიზაცია, მათი მზაობის მიხედვით, წლების მიხედვით, რიგითობით მოუწევთ. კანონპროექტის ავტორთა აზრით, წლის განმავლობაში ავტორიზაციას დაახლოებით 200 ბაღი გაივლის. 

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.