ოკუპაცია რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოში, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 491 ქალი დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოში, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 491 ქალი დააკავეს

metalab.ge

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა შორის 491 ქალია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2009-2022 წლებში ჯამში ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 172 ქალი დააკავეს, აფხაზეთის მიმართულებით კი 319.

“ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ზოგადად, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულებს, გამოგონილი ბრალდებებით, გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში ტოვებენ. ოკუპირებული ცხინვალისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დაკავების პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია”,-აცხადებენ სუს-ში.

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები 2009 წლიდნ გახშირდა. ბოლო 13 წლის განმავლობაში, აღნიშნული ბრალდებით, ჯამში 3360 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 500-მდე ქალია.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.