მსოფლიო “რუსეთის დაზვერვა საქართველოში” – რა მისია აქვთ კრემლის კურატორებს?

“რუსეთის დაზვერვა საქართველოში” – რა მისია აქვთ კრემლის კურატორებს?

admin

სადაზვერვო საქმიანობა არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საგარეო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეალიზაცია. მისი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება: პოლიტიკურ,ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ,თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სახვა სფეროებში გადაწყვეტილების მისაღებად.

სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია და მისი ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახემწიფო საიდუმოებას წარმოადგენს.

სადაზვერვო სამსახური ქვეყნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უწყებას წარმოადგენს, შესაბამისად, ყველა ქვეყნას თავისი აგენტი ჰყავს ამა თუ იმ ქვეყანაში მივლენილი, რომლებიც გასაიდუმლოებულად მუშაობენ და საჭირო ინფორმაციას საკუთარი ქვეყნის მაღალჩინოსნებს აწვდიან.

ბოლო პერიოდში ამ იარლიყის მიკერებას საქართველოში მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცდილობენ, იმისთვის, რომ რეაური საფრთხეები და ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში მყოფი პირების “საიდუმლო საქმიანობები” მეტკნაკლებად უხილავი გახდეს. რეალურად, ყველა სექტორი საქართველოში სწორედ კრემლის ბოროტი ზრახვების გატარებასა და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში ჩართული პირების გამოვლენით უნდა იყოს დაკავებული, თუმცა არჩეული პოლიტიკა და თავისუფალი სიტყვის დევნა უკვე ბევრ რამეზე მიანიშნებს.

დღემდე საქართველოში არაერთი რუსი აგენტია გამოაშკარავებული, თუმცა ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა არ მცირდება. ოკუპანტი ქვეყანა მოწყვლადი ჯგუფების არსებობით კარგად სარგებლობს და ფაქტების დამახინჯებითა და პროპაგანდით, ყველანაირად ცდილობს ქვეყნის შიდა მდგომარეობა მწყობრიდან გამოიყვანოს, რაშიც უმეტესწილად სწორედ აგენტები ეხმარებიან.

რუსეთის დაზვერვა წლების განმავლობაში მუშაობს საქართველოში, თუმცა ბოლო პერიოდში საგრძნობლადაა გააქტიურებული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქვეყნიდან ხდება მნიშვნელოვანი და გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადინება, რაც ქვეყნის მომავალს მნიშვნელოვნად აზიანებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რუსული დაზვერვის აქტიური მუშაობა საქართველოში, მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების სურვილით და შემდგომ ამ ინფორმაციის საფუძველზე დამაზიანებელი მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელებით.

ამის ერთ-ერთი მაგალითია მიხეილ სოკოლოვი, რომელიც საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსული დაზვერვის კურატორად მუშაობდა. მან ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში რუსული დაზვერვის კურატორების ჯგუფი მუშაობს, რომლის წევრები კრემლის მიერ გმოგზავნილ აგენტებს აკონტროლებენ და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას იბარებენ.

გამოფრენის წინ მე მითხრეს, რომ თბილისში ჩემთან მოვიდოდა კურატორი, რომლისთვისაც ინფორმაცია უნდა გადამეცა. აგენტურული ქსელი საქართველოში ნადვილად არსებობს, მაგრამ მე მისი მასშტაბების შესახებ საუბარი არ შემიძლია. კურატორი – ეს არის ოფიცერი სამხრეებით, რომელიც ოფიციალურად მუშაობს. ესენი შესაძლოა, არ იყვნენ ეფ ეს ბე-ს თანამშრომლები, შესაძლოა, იყვნენ საგარეო დაზვერვიდან. მე უბრალოდ მათთან კონტაქტს არ დაველოდე,“-ამბობდა სოლოკოვი.

მიხეილ სოკოლოვი არის ერთ-ერთი გაშიფრული აგენტი, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა. მისი აღიარებიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველოში ანალოგიური მისიით, მრავალწევრიანი წარმომადგენლობაა შემოსული.

მსგავს გამოცდილებაზე CNN-თან კიდევ ერთი აქტივისტი, ვსევოლოდ ოსიპოვი საუბრობს. მისი თქმით, 2021 წლის მაისში, 19 წლის ასაკში დააკავეს და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხით დაემუქრნენ.

სხვადასხვა დავალება მქონდა. კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრა და მათი გაცნობა მიწევდა“, თქვა ოსიპოვიმ.

ოსიპოვის თქმით, ის საქართველოში გამოგზავნეს იმისთვის, რომ დაკვირვება ადგილზე მოეხდინა ქართული დიასპორისთვის. კონკრეტულად კი – რას ფიქრობდნენ, განსაკუთრებით უკრაინაში მინდინარე ომზე და როგორ ეხმარებიან სხვა სახელმწიფოები უკრაინელ ლტოლვილებს.

აღნიშნული მაგალითიც საკმარისია იმის მისახვედრად, თუ ვინ და რა მიზნით აჟღერებს კრემლისთვის მისაღებ ნარატივებს და როგორ მუშაობს რუსეთის დაზვერვა საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ კრემლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკა არეულია, რუსეთის აგენტურისთვის სასათბურე პირობები იქნება გააქტიურდეს და ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რუსეთის აგენტები განსაკუთრებით კარგად იყენებენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ განწყობებს, რაც ძირითადად შიშის ფაქტორითაა გამოწვეული. რომლის გამყარებას მოქმედებითაც ცდილობენ. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, იტაცებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ამ სახით საკუთარი “ძალმომრეობის” დემონსტრაციას ახდენენ.

სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე ზეგავლენის მოსახდენად ოპირებული ტერიტორიები ერთგვარ თავშესაფარსაც წარმოადგენს, ვინაიდან ამ ტერიტორიებზე იღებენ და გადასცემენ ჯერ დავალებებს, შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას.

საბოლოოდ, რუსეთის აგენტურა საქართველოში საკმაოდ გააქტიურებულია და კიდევ უფრო მეტად აძლიერებენ მუშაობას ადგილზე მათი ზედამხედველები ე.წ. კურატორები, თუ რამდენად “პირნათლად” ასრულებენ მათი ქვეშევრდომები კრემლის წინაშე აღებულ “ვალდებულებებს”. “კრემლის” აგენტებმა იციან რომ მათ ყოველდღიურობას “უხილავი ძალები” აკონტროლებენ, ამიტომ ამ საქმიანობით “წარმატების მიღწევას” განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ.

საყურადღებოა ისიც, რომ რუსეთის დაზვერვა მხოლოდს სპეციალური მისიით გამოგავნილი აგენტების იმედად არ რჩება და საჭირო ინფორმაციის მიღებას და ზეგავლენის მოპოვებას შესაბამის ორგანოებშიც სხვა გზებითაც ცდილობს. რომლის მეშვეობითაც იპარავენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას და გადასცემენ რუსეთის მთავრობას.

სქემა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო ფართომასშტაბიანი ხდება, რასაც ჰიბრიდული ომის პირობებში რუსეთი აქტიურად იყენებს საქართველოში.

ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ერთი საინტერესო დეტალი:”აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“, ეხება თუ არა ეს განცხადება რუსეთთან დაკავშირებულ ჯაშუშურ საქმიანობას, შესაძლოა ამ კითხვას პასუხი შემოდგომით გაეცეს, ანუ მას შემდეგ, როდესაც აშშ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების საჭიროებას დაინახავს.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.