სიახლეები რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში კიბერუსაფრთხოების ცოდნა აუცილებელია – ზაზა ჭიპაშვილი

რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში კიბერუსაფრთხოების ცოდნა აუცილებელია – ზაზა ჭიპაშვილი

metalab.ge

“პირველ რიგში მინდა “ქართულ მედია ჯგუფს” მივულოცო ასეთი საინტერესო და საჭირო პროექტის დაწყება. ვფიქრობ, დღევანდელ პერიოდში აუცილებელია მოქალაქეებისთვის, თუნდაც საბაზისო ცოდნის მიღება კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება ჰიბრიდული ომის რეჟიმში რუსეთთან და ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ ამ სფეროზე გადის.

ჩემი აზრით, ასეთი კურსები მოქალაქეების ცნობიერების გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ინფორმაციის დაცულობასთან. ამ შეხვედრებიდან თითოეული ჩვენგანი სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს, რომელსაც გამოიყენებს, არა მხოლოდ სკუთარი უსაფრთხოებისთვის, არამედ ოჯახის წევრების, ახლობლების თუ თანამშრომლების დასახმარებლად, დაცულობის კუთხით.

აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ მომეცემა საშუალება მივიღო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ სხვებსაც გავუზიარებ”.  

ზაზა ჭიპაშვილი

გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.