დასრულდა კიბერუსაფრთხოების ჰაბის კურსდამთავრებულთა ტრენინგები, რომელსაც ისინი შიდა ქართლში, სხვადასხვა ჯგუფთან აწყობდნენ. ბოლო ტრენინგი წელს, კიბერუსაფრთხოების ჰაბის კურსდამთავრებულმა, ირინა ხმიადაშვილმა ჩაატარა და საკუთარი გამოცდილება “საზოგადოება ბილიკის” დარბაზში, ახალგაზრდებს გაუზიარა.
ირინა ერთ-ერთია იმ ათეულობით კურსდამთავრებულთაგან, რომელმაც უსაფრთხოების მიმართულებით, GMG-ს სასერტიფიკატო კურსი გაიარა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ტრენერთა ტრენინგები მიმდინარეობდა, შვედური არასამთავროო ორგანიზაციის, “სამოქალაქო უფლებების დამცველების” (CRD) მიერაა მხარდაჭერილი. კურსის გავლის შემდეგ კი წარმატებული მონაწილეები ტრენინგებს უკვე თავად უძღვებიან.
“ახალგაზრდებს გავაცანი ის საფრთხეები, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ონლაინ სივრცეში შეიძლება შეხვდნენ. განსაკუთრებული ინტერესი საჯარო პოსტებსა და ლოკაციის მონიშვნაზე გამოხატეს, რაზეც კონკრეტული მაგალითებით ვისაუბრეთ და მოსალოდნელი რისკებიც განვიხილეთ. ხშირად ისმის კითხვა, მე რატომ უნდა აღმოვჩნდე საფრთხის ქვეში, ვის უნდა ვაინტერესებდე? – მაგრამ ამ კითხვას ჩვენი ტრენინგების შემდეგ მონაწილეები უკვე აღარ სხვამენ ხოლმე და უკვე იციან ის შესაძლებლობები, რომელსაც სხვადასხვა ონლაინმაქინაციების დროს ბოლოტმოქმედები იყენებენ და ამის არერტი მაგალითი გვაქვს საქართველოშიც. ხშირად ახალგაზრდები სოციალურ ქსელში ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ საკუთარი ნებით, რომ ძალიან მარტივია მისი ფსიქო-ტიპის განსაზღვრა და შემდეგ სასურველი მიზნისთვის მისი გამოყენება. მნიშვნელოვანია ვიციდეთ, თუ რას მოიცავს ესა თუ ის თაღლითური ქმედება, რადგან ინტერნეტ სივრცეში ბოლომდე დაფარული არაფერია. განვიხილეთ, პაროლების სირთულის მნიშვნელობა, ასევე – ონლაინ ტერმინები, როგორიცაა ფიშინგი, ვიშინგი, რას გულისხმობს კიბერადევნება, სექსტინგი და ა.შ. ვისაუბრეთ პირადი მონაცემების დაცვის შესაძლებლობებსა და მეთოდებზე. გვქონდა სიმულაციური თამაში “დაკარგულო მეხსიერების ბარათის” შესახებ და ძალიან საინტერესო მიდგომები გამოიკვეთა. დასასრულს, საკუთარ შთაბეჭდილებებს მონაწილეები განსაკუთრებული ემოციებით გამოხატეს, რაც რამდენიმესაათიანი შეხვედრის წარმატებულად და ნაყოფიერად შეფასების საფუძველს ნამდვილად გვაძლევდა,” – აღნიშნა ირინა ხმიადაშვილმა.
მსგავსი სახის შეხვედრები GMG -ს კიბერუსაფრთხოების ჰაბის გადამზადებულმა მონაწილეებმა, ჩაატარეს სოფლად მცხოვრებ ქალებთან და სხვა აქტივისტთა ჯგუფებთანაც.