სიახლეები როგორ ავიცილოთ თავიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდის მახე?

როგორ ავიცილოთ თავიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდის მახე?

metalab.ge

ხალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში“ – ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი) მედიაწიგნიერების თემაზე ვორქშოფები ტარდება, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმაციულად გაძლიერებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

პროექტი ხორციელდება “სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის” მიერ, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა უკვე გაიარეს ტრენინგები მედიაწიგნიერებასა და ადვოკატირებაში, ხოლო შემდგომ ეტაპზე ისინი თავად გადამზადდნენ, როგორც ტრენერები. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე საგანმანათლებლო ვიზიტში ვილნიუსში, ლიეტუვაში, სადაც გაცვალეს გამოცდილება და გააღრმავეს საკუთარი ცოდნა დემოკრატიული ღირებულებებისა და საინფორმაციო მედეგობის შესახებ.

ორგანიზატორების განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას საქართველოში და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.