517
გორში კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი გაიხსნა. პირველ, საინფორმაციო შეხვედრას შვედური ორგანიზაციის, “სამოქალაქო უფლებების დამცველების” (Civil Rights Defenders) წარმომადგენელი, საქართველოს პროგრამის ოფიცერი, თამარ კიკაჩეიშვილი დაესწრო და შერჩეულ მონაწილეებს კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სწორედ ამ ორგანიზაციისგან მიიღო მხარდაჭერა “ქართულმა მედია ჯგუფმა”, რომლის ფარგლებშიც საწყის ეტაპზე შიდა ქართლში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ 30 მონაწილეს გადაამზადებს და მათ კვალიფიციურ სპეციალისტებს შეახვედრებს.
მომავალი წლიდან ცენტრი პროგრამის გამრავალფეროვნებას გეგმავს, რის შედეგადაც სასერტიფიკატო კურსის გავლის საშუალება უფრო მეტ დაინტერესებულ პირს ექნება.