სერვისები რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს გორის მერია ყოველთვიურად, 100 ლარით აფინანსებს

რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს გორის მერია ყოველთვიურად, 100 ლარით აფინანსებს

metalab.ge

გორში, რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების (ბენეფიციარებს) დასამარებლად, ყოველთვიურად 100 ლარი გაიცემა. საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვი სპეციალიზებულ დაწესებულებაშია განთავსებული, რომელთანაც რეინტეგრაციის მიზნით, სპეციალური მუშაობა მიმდინარეობს;

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/და მეურვემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

  •  განცხადება მერის სახელზე;
  •  დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  •  საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ;
  •  ცნობა ბავშვის მეურვის ან/და მზრუნველის ვინაობის შესახებ;
  •  განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ყველა ბავშვის რეინტეგრაციის შესაძლებლობას სოციალური მუშაკი 6 თვეში ერთხელ ამოწმებს.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.