ტექნოლოგიები რა გამოწვევები ახლავს პაციენტის მიერ გაცემულ პირად ინფორმაციას? – ჯანდაცვა და კიბერუსაფრთხოება

რა გამოწვევები ახლავს პაციენტის მიერ გაცემულ პირად ინფორმაციას? – ჯანდაცვა და კიბერუსაფრთხოება

metalab.ge

ავტორი: მარიამ თურმანაული

ყოველ საუკუნეს ახალ-ახალი გამოწვევა მოაქვს კაცობრიობის ისტრიაში, ყოველი ეპოქა ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს კაცობრიობას, XXI საუკუნე ტექნიკური პროგრესითა და მასთან დაკავშირებული რისკებითაა აღსავსე/დატვირთული, რომელთა შორისაც კიბერუსაფრთხოებას მნიშვნლოვანი როლი ენიჭება.

მსოფლიოში კიბერუსაფრთხოებს მიმართულებით წლებია კვლევები ტარდება და  რეკომენდაციები მუშავდება, რაც ყველა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

 საქართველოს რესპუბლიკა 2008 წლის ომის დროს [1;3] და შემდეგ რამდენჯერმე იყო კიბერშეტევის ობიექტი, თუმცა პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების კუთხით, 2012 წელს იქნა აღიარებული საქართველოს კანონით  ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ (5 ივნისი 2012 წელი) [2], რომელიც დღესდღეობით ძირითადი ნორმატიული აქტია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და მასზე დაყრდნობით მუშავდება საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტები, როგორიცაა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების 2013-2015 წწ. სამოქმედო გეგმა“,  „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა“  და საქართველოს მთავრობის დადგენილება №482, საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  (30 სექტემბერი 2021 წელი), ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №7 (14 თებერვალი 2023 წელი) განისაზღვრა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებაის დამტკიცების შესახებ“ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მიზნობრივად მომუშავე ორგანიზაცია [4]„საქართველოს კიბერგარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადშეიქმნა კიბერუსაფრთხოების სტრუქტურები თავდაცვის სამინისტროში(კიბერუსაფრთხოების ბიურო), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და (კიბერდანაშაულისბიურო), იუსტიციის სამინისტროში (ციფრული მმართველობის სააგენტო). ამსტრუქტურებმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სისტემური უზრუნველყოფაკიდევ უფრო განამტკიცეს“ [1] 

  კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის 2021-2024 წლების დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაა ხაზგასმული, კერძოდ: 1. ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება; 2. კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერება; 3. კიბერშესაძლებლობების განვითარება ძლიერი ადამიანური რესურსითა და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით; 4. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო და დაცული ქვეყნის როლის გაძლიერება.[6]

ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემასთან ერთად, სახელმწიფოს განვითარებასა და ფუნქციონირებაში მონაწილე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობის, როგორც ადამინის უნივერსალური უფლების განხორციელებას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში არასდ არ არის ჩანაწერი ჯანდაცვის სისტემის კიბერუსაფრთხოების შესახებ, მხოლოდ 2021-2024 წლების სტრატეგიულ დოკუმენტშია გამოყოფილი – ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავება, თუმცა დამგეგმავ და მააკორდინირეელ სტრქტურებს შორის არ არის მოხსენებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო, ისე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მაშინ როდესაც მის დაქვემდებარებაში მყოფ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებულ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაცული ორგანიზაციაა, სადაც რამენიმე დონიანი კვლევები მიმდინარეობს და ამასთან,  სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევი აგენტების შტამები ინახება.

2020 წლის სექტემბერში ცენტრის მონაცემთა ბაზებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა [1;5], რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სტრუქტურული ერთეულები ჩართულნი უნდა იყოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და ინტეგრაციის პროცესში.  მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებებს ახორიელებენ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რომელთა უმეტესშიც საკანონმდებლო დონეზე სტრატეგიების შემუშავება 2008 წლიდან დაიწყო და განსხვავებული ქმედებების მიუხედავდ, საერთო მიზანი – კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა აერთიანებთ. მათ შორის, ამ სივრცეში არამყოფი ქვეყნების დახმარება აღნიშნული მიმართულებით, კიბერდანაშაულის, როგორც გლობალური საფრთხის აღქმა და გააზრება: რისკების სახელმწიფო მართვის მიმართ სისტემური და ინტეგრირებული მიდგომის შემუშავება; საერთაშორისო თანამშრომლობა არამარტო ევროკავშირის წევრ – ქვეყნებს შორის, არამედ იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში; განათლების ახალი პროგრამების აუცილებლობა, რომელიც მიმართულია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისა და სხვა საჭირო ადამიანური რესურსების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში.  [7]

ჯანდაცვის სექტორის განვითარებას, პაციენტთა დიაგნოსტირების, მკურნალობის, დაავადებათა მართვის  და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებასა თუ გაუმჯობესებაში ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციათა მიმოცვლამ მნიშვნელოვანი  წვლილი შეიტანა, თუმცა, ამასთან ერთად  გაზრადა საფრთხეებიც, მათ შორის პაციენტის შესახებ კონფიდენციალურობის, როგორც ადამინის ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევა.

თვითდასაქმებული ექიმის, ამბულატორიის, ჰოსპიტალის, აფთიაქის, სტომატოლოგიური კლინიკისა თუ კაბინეტის, სადაზღვევო კომპანიის, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის და  ჯანდაცვის პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კომპანიისათვის (სამედიცინო ინვენტარის და ტექნოლოგიების მიმწოდებლები) კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი სტრატეგიულ მიზანად უნდა იყოს განსაზღვრული.

კიბერუსაფრთხოების მნიშვნლობა განსაკუთრებით გაიზარდა ტელემედიცინით, ელექტრონული ფოსტით და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით,  კლინიკას, ექიმსა და პაციენტს შორის ინფორმაციის მიმოცვლის განვითარებასთან ერთად.  Covid-19-ის გავრცელების შედეგად პანდემიის დროს კი კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა შეუფასებელი გახდა, საკომუნიკაციოდ  ელექტრონული სივრცის გამოყენების ვალდებულებებისა და სიხშირის გამო. ასევე, მუდმივად იზრდება სხვადასხვა სოცილურ ქსელში ჩართულ პირთა რაოდენობა, მათ შორის არასრულწოვანების, რომლებზეც ფსიქოლოგიური ძალადობისა თუ სხვადასხვა ფიზიკური ზემოქმედების რისკი ბევრად მაღალია, სრულწლოვან ადამინებთან შედარებით. დეზინფორმაციის გავრცელების და მისგან გამოწვეული საფრთხეების რისკიც სულ უფრო მზარდია, რომელიც ჯანდაცვის სექტორთანაც იკვეთება, მაგ: რაიმე გავრცელებული ქრონიკული დაავადების ე.წ. “მკურნალობის უძველესი რეცეპტის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოცილური ქსელების საშუალებით, რის შედეგადაც მოსახლეობის განათლების/ცნობიერების  არცთუ მაღალი  დონიდან გამომდინარე,  ადამინების მიერ მათი გამოყენება და შედეგად დაავადებების გართულებების მაღალი რისკია და ა.შ. პაციენტისა და მის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, თუ ის არ იქნა სათანადოდ დაცული, ფსიქიკური და მორალური ზეწოლის იარაღია კიბერთაღლითების და მათი დამკვეთების ხელში, რაც უპირველესად პიროვნების მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად (როგორც პაციენტის, ასევე პერსონალის)   შემდეგ კი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ისეთ, ქვეყნებში, კი სადაც სადაზღვევო სისტემები უკეთაა განვითარებული, სადაზღვევო თუ სოციალური ბარათებიდან ფინანსური დანაკარგების დიდი რისკია.

ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (ENISA), კომპიუტერული უსაფრთხოების შემთხვევებზე (ინციდენტებზე)  რეაგირებს გუნდების (CSIRT) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით. ყოველწლიურად, კიბერსაფრთხეები სულ უფრო მზარდია, განსკუთრებით ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, მობილური აპლიკაციების გამოყენება, აპარატურის ინტერნეტის საშუალებით შეძენა, დიდი ოდენობის ინფორმაციის დამუშავება და ა.შ. მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები ჯანდაცვის სექტორზე, ჰოსპიტალზე კიბერთავდასხმის რისკს უკავშირდება, და საბოლოოდ ის პაციენტების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება.აქედან გამომდინარე საჭიროებას წარმოქმის მსგავს შემთხვეევებზე სწრაფი რეაგირების  ჯგუფების და სისტემები არსებობდეს. ევროკავშირის (EU) წევრი 27 ქვეყნიდან 22 არ ჰყადა CSIRT-ბი, 2 უახლოეს მომავლში აპირებდა შექმნას, 2 წევრი ეროვნულ დონეზე აყალიბებდა CSIRT-ებს, 3 წევრს ეროვნულ დონეზე ჰყავდა CSIRT-ები, მათ შორის ჯანდაცვის სექტორისთვისაც. CERT Santé და HealthNet შექმნილი ჰქონდა საფრანგეთისა და ლუქსემბურგის მთავრობებს.

კვლევის შედეგედ ასევე გამოვლინდა, რომ CSIRT-ების საჭიროებები ჯანდაცვის სექტორისათვის განსხავვებული საჭიროებებსა და სპეციფიკაზე უნდა იყოს მორგებული, მაგ: აღჭურვილობა – სამედიცინო აპარატურა საშუალოდ 15 წლიან ექსპულატაციაზეა გათვლი და არ არის ორიენტირებული თავდაცვით სისტემაზე. მოძველებულია, მაშინ როდესაც საინფორმაციო ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და ჯანდაცვის IT (ქსელური ოპერატორი) ვერ უწყობენ ფეხს, აპარატურის უამრავი მიმწოდებელი (დეველოპერი) თავისი აგრესიული მარკეტინგით და ა.შ., ჯანდაცვის სექტორში კვალიფიციური კადრებისა და სერვისის (მომსახურების) მიმწოდებლებს შორის უსაფრთხოების კულტურის სიმწირე/ნაკლებობა, IT – ე.წ. აუთსორსინგზე თანამშრომლობა, რეაგირიბის დროის ხანგრძლივობა და საფრთხისადმი მედეგობის შეფასების არასრულყოფილება, ჯანდაცვის სექტორის CSIRT-ბის სიმწირე.

ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ კვლევის შემდგომ ძირითადი რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ჯანდაცვის სექტორებში CSIRT-ების ჩამოყალიბება, გაძლიერება და სხვა სექტორებთან კოორდინაცია, მათ შორის ეროვნულ/სახელმწიფოებრივ დონეზე, ცნობიერების ამაღლება. ძირითადი მომსახურებების მიმწოდებლებმა უნდა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ CSIRT ქმედებების დროულ განცხორცელებაში, სწრაფად მოახდინონ იციდენტებზე/შემთხვევებზე რეაგირება: იდენტიფიცირება და ქმედება. ჰქონდეთ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ  მოქმედი ტექნიკური სისტემები კლინიკის IT სპეცილისტებთან ერთად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციის მიმოცვლის მუდმივობა.

მსოფლიოს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვისაც. დღესდღეობით პირი სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას ვალდებულია პირადი ინფორმაცია გასცეს, ხოლო ფარმაცევტული სექტორი ამ ინფორმაციას სხვადასხვა ბონუსური სიკეთეების გამო გასცემს, მეორეს მხრივ დასწესებულება აღნიშნულ მონაცემებს პირის იდენტიფიკაციისათვის იყენებს, რათა მინიმუმადე დაიყვანოს შეცდომების რისკი, დიაგნოსტირებისა, მკურნალობისა და შემდგომი მართვისათვის. რაც შეეხება კლინიკების ინტერნეტ თუ შიდა ქსელის უსაფრთხოებას, მისი მნიშვნელობა და საქმინობაზე ზეგავლების მასშტაბურობა, ჯერ კიდევ სათანადოდ არა რის აღქმული მცდლობელებისა თუ პოლიტიკის გამახორციელებლების მიერ. შესაბამისად, დაცვის ვალდებულების უზრუნველყოფა რთულია. განსაკუთრებით მცირე ზომის კლინიკებისთის, სადაც სისტემური აღქმა პრაქტიკულად არ არის და ქსელის გამართულობაზე დასაქმებული პესონალიც – ე.წ. აუთსორსინგზე. შესაბამისად კიბერთაღლითების მიერ შეასძლებელია კლინკის სხვადასხვა შიდა ქსელების გათიშვა, დაზიანება, რაც მკურნალობისა და დიაგნოსტირების შედეგებზე უარყოფითად აისახება, მაგალითად ე.წ. სერვერზე პაციენტის მკურნალობის სქემისა თუ ჩატარებული მანიპულაციების წაშლა და ა.შ.

ქსელურ კლინიკებშიც კი არ არის ადექვტური კონტროლი სამედიცინო აპარატურასა თუ მონაცემებზე, კიბერუსაფრთხოებაზე ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე, არასაკმარისად დაცულია პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. 

და მაინც, რას მოიცავს კიბერუსაფრთხოება ჯანდაცვაში და რა გამოწვევების წინაშეა ეს სექტორი?

კიბერუსაფრთხოება სტრატეგიულ  მიმართულებად უნდა აღიარდეს ჯანდაცვაში ჩართული ყველა ობიექტისათვის – ჯანდაცვის მიმწოდებლიდან დაწყებული, ფარმაცევტული, სადაზღვევო თუ სამედიცინო მოწყობილობების მიმწოდებლით დამთავრებული, რომელიც მოიცავს ორაგანიზაციების დაცვას, გარე თუ შიდა კიბერშეტევებისაგან, მათი მომსახურების მიწოდების მოცულობის მიუხედავად.

ჯანდაცვის კიბერუსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები:

  • კომპლექსური ინფრასტრუქტურის განვითარება: ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები, როგორცაა: ჰოსპიტლები, ამბულატორიები, ლაბორატორიები, სტომატოლოგიური კლინიკები და სხვან მათ სტრუქრურაში არსებული ქსელების, ინტერნეტის მოდემებისა, მობილურებისა, კომპიუტერების, პლანშეტების, მონიტორების თუ სხვა მოწყობილობების უსაფრთხოდ ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რადგან კლინიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარი არ მოიცავს კიბერუსაფრთხოების დამცავ ელემენტებს.

  • ინფორმაციაზე წვდომის მართვა: ჯანდაცვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვას მოითხოვს, მინიმუმ პაციენტი, პერსონალი, სახელმწიფო და საინფორმაციო ბაზა, ვის რა ინფორმაციაზე უნდა შეეძლოს წვდომა და რა ფილტრებით, სად ინახება ინფორმაცია, შიდა სერვერზე, ინტერნეტ სივრცეში და ა.შ.

  • ინფორმაციის მართვის რეგულირება: ჯანდაცვაში ჩართულ ორგანიზაციებს მგრძნობიარე-სენსიტიურ ინფორმაციებზე აქვთ წვდომა, რომელიც სათანადო დაცვას საჭიროებს. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სისტემასი მოქმედი კომპიუტერული პროგრამები Health Insurance Portability and Accessibility Act (HIPAA) compliant(1996 წ) აქტს შეესაბამებოდეს (CDC) [9]

  • პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კიბერუასფრთხოების კულტურის დანერგვა და ინპლემეტნაცია: სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალი, საკუთარ თავს პაციენტად მოიაზრებს, რაც მეტ  პასუხისმგებლობას აკისრებს და უზრუნველჰყოფს მონაცემების შეგროვების, გადაცემისა თუ შენახვის ჯაჭვში. [10]

კიბერუსაფრთხოების გამოწვევები ჯანდაცვის სისტემაში განსხვავდება ქვეყნების, კულტურების, კონტინენტების, რისკებისა და საფრთხეების მასშტაბის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია სამთავრობო პოლიტიკისა თუ სხვადასხვა სახის მოსახურების მიმწოდებელთათვის საერთო რეკომენციების შემუშავება.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • მთავრობების – პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის – კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაში ჯანდაცვის სისტემის კიბერუსაფრთხოების ჩართვა;
  • მიმწოდებლებისათვის კიბერუსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დადგენა;
  • ელექტრნული ჯანდაცვის განვითარება და მუდმივი სრულყოფა;
  • ინციდენტებზე რეაგირების დაგეგმვა;
  • მრავალჯერადი ფილტრი ინტერნეტის  წვდომისას;
  • ჯანდაცის პროფესიონალთა, მენეჯმენტის და სფეროში დასაქმებული ყველა პირის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა სათანადო სწავლებებით;
  • კლინიკების საინფორმაციო გვერდებზე: საიტები, სოციალური ქსელებში საინფორმაციო მასალის განთვსება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
  • პროგრამული თუ შიდა ქსელური უზრუნველყოფისათვის სათანადო პერსონალის მომზადება;
  • რისკების შეფასება და კიბერუსაფრთხოების დაცვისათვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა
  • გაზამკლვევების შემუშავება მიწოდებლებისათვის – არსებული საფრთხეები, რეაგირება, კიბერინციდენტებზე სავარჯიშოების მომზადება.
  • მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო  ღონისძიებები, სწავლების პროგრამებში კიბერუსაფრთხოების შესახებ მასალების ჩართვა.
  • და კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე  მუდმივი მეთვალყურეობა და რეაგირება.

გამოყენებული წყაროები:

[1] საქართველოსკიბერუსაფრთხოებისპოლიტიკა, გამოწვევებიდაშესაძლებლობები – ირაკლიჯღარკავა (2021)

[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1679424?publication=5 -საქათველოს კანონი ინფორმაციული ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

[3] https://globalcase.org/ge/research/cyber-report/ – კიბერ რეპორტი 2008-2010

[4] https://www.matsne.gov.ge/ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

[5] საქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროსგანცხადება 2020 წლის 1 სექტემბერსგანხორციელებულიკიბერშეტევისშესახებ,” ხელმისაწვდომიაბმულზე

[6]https://nsc.gov.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1.html-3

[7]კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები (კრებული) ვლადიმერ სვანაძე-2015წ

[8] CSIRT CAPABILITIES IN HEALTHCARE SECTOR NOVEMBER 2021

[9] https://www.checkpoint.com/cyber-hub/cyber-security/what-is-healthcare-cyber-security/[10] https://www.aha.org/center/cybersecurity-and-risk-advisory-services/importance-cybersecurity-protecting-patient-safety

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.