კონფლიქტოლოგი სოსო ვახტანგაშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მისი დამოკიდებულებები საშიშ პროპაგანდად შეაფასა. ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” ყოფილმა პარლამენტარმა “ალგორითმის” სტუდიიდან მიმართა და “ოცნების” მხრიდან გაჟღერებულ ე.წ შერიგების პოლიტიკას ფარსი უწოდა.
“მე ერთი კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან და ზოგადად “ქართულ ოცნებასთან”, გორში ფუნქციონირებდა საფეხბურთო გუნდი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ, ღარიბაშვილის მეთაურობით, “გორის დილას” სტადიონზე ფეხბურთიც კი ეთამაშა. როგორც კი წამოვედი ოპოზიციაში, ეს გუნდი დაშალეს. 15 ოსი, ქართული დროშის ქვეშ გამოვიყვანეთ და ვათამაშეთ. თუ თქვენ შერიგებასა და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ლაპარაკობთ, ეს გუნდი რატომ დაშალეთ”, – აღნიშნა სოსო ვახტანგაშვილმა.