Uncategorized წინასაარჩევნოდ, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”, საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

წინასაარჩევნოდ, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”, საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

admin

გორში წელს, არჩევნები 68 უბანზე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 27 უბანზე ძველი წესით, რა პროცედურების გავლა მოუწევს ამომრჩეველს და რა უნდა ვიცოდეთ ხმის მიცემამდე? – ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, გორში შეხვედრა, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” პროექტის ფარგლებში გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, სოფლად მცხოვრები მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებულნი აღნიშნული სიახლეების შესახებ და როგორც დისკუსიის ნაწილში გამოიკვეთა, ადგილი აქვს ნიჰილისტურ განწყობებს. ახალგაზრდების აზრით, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გაზიარება და დარჩენილ პერიოდში მოქალაქეებთან ამ ტემებზე ბევრი საუბარი.

“ტრენინგიზე მე ჩამოვედი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლიდან. ვარ დაინტერესებული დემოკრატიული პროცესებით და მსურს, რომ საკუთარი წვლილი შევიტანო ამ მიმართულებით ქვეყნის განვიტარების პროცესში. მივიღე დეტალური ინოფორმაცია ტექნოლოგიებით ხმის მიცემის ეტაპზებზე და ამ საკითხებს ჩემ სოფელში სხვა მოქალაქეებსაც გავუზიარებ, ვფიქრობ ახალგააზრდების როლი უმნიშვნელოვანესია ცნობიერების ამაღლების პროცესში წინასაარჩევნოდ”,-აღნიშნა შევხედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ლიკა თოთლაძემ. 

გორში გამართულ შეხვედრას ახალგაზრდები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ. მათ შორის ზოგიერთი საარჩევნო თემაზე ტრენინგს პირველად დაესწრო. 

“მე კასპის მუნიციპალიტეტიდან ვარ და ჩვენთან მსგავსი შეხვედრები თითქმის არ ტარდება ახალგაზრდებისთვის. შესაბამისად, მსგავსი თემატიკის ტრენინგს პირველად დავესწარი და ბევრ ისეთ საკითხს გავეცანი, რაზეც ასე უშუალოდ კომუნიკაცია აქამდე არავისთან მქონია. მოტივაცია მომეცა, რომ უფრო გავაქტიურდე და ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ჩემი თემის მაცხოვრებლებსაც გავუზიარო”, – აღნიშნა თეა კალატოზმა. 

ელექტრონულ არჩენებზე საინფორმაციო კამპანიას “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ქვეყნის 6 რეგიონში ახორციელებს. გორში გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდებს საარჩევნო თემების სპეციალისტები და ჟურნალისტებიც შეხვდნენ. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს კოორდინირებულად იმუშავებენ და ახალგაზრდების ჩართულობით ხმას უფრო მეტ ამომრჩეველს მიაწვდიან მათთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე. 

“მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცოდნა უშუალოდ კენჭისყრის დღეს რა პროცედურების გავლა მოუწევთ. გავუზიარეთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ვფიქრობთ, რომ საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. ზოგიერთი ხმას პირველად აძლევს წელს და დასვეს პროცედურებთან დაკავშირებული კითხვები. ვფიქრობთ შეხვედრა ნაყოფიერი გამოვიდა და მიღებული ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს აუცილებლად გამოადგებათ”,-აღნიშნა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” კოორდინატორმა შიდა ქართლში, ნინო ჩიბჩიურმა. 

26 ოქტომბრამდე მსგავსი სახის ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები და მოქალაქეტა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები, სხვა ლოკაციებზეც მოეწყობა. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობას “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” რეგიონული კოორდინატორები უზრუნველყოფენ, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული ცვილებებისთვის ძირითადად ახალგაზრდებთან იმუშავებენ. 


დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.