“დღევანდელ ეპოქაში ციფრული უსაფრთხოების ცოდნა ჟურნალისტებისთვის აუცილებლია. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მათ გადამოწმებული ამბები გადავცეთ. 21-ე სააუკუნეში ძალიან ბევრი ე.წ. ფეიკნიუსი ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანებს გავუზიაროთ გამოცდილება თუ როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია.
ჟურნალისტებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ხელი მიუწვდება კომპიუტერთან, შეძლოს ონლაინ სივრცეში რისკების შეფასება და გაანალიზება. დღეს, აუცილებელია, ყველამ იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ერთი მხრივ, ყალბი ინფორმაციისგან, მეორე მხრივ კიბერშეტევისგან. განსაკუთრებით, ამა თუ იმ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა საიტებზე შესვლა, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება, ზოგიერთი ანიმაცია ბევრ ნებართვას ითხოვს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, საიდან არ უნდა გაჟონოს ჩვენმა პირადმა ინფორმაციამ და რა მეთოდები თუ ტექნიკა არსებობს მათ დასაცავად. გარდა საქმიანობისა, მოწყობილობებში ჩვენ გვაქვს პირადი ინფორმაცია, ფოტოების, ვიდეოების თუ სხვა ფაილების სახით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ არ უნდა მივცეთ დაინტერესებულ პირებს მათი გამოყენების საშუალება, რაც იმ მომენტისთვის შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არავინ არ ვართ დაზღვეული, სად, რა, როდის და როგორ იქნება გამოყენებული, მათ შორის ჩვენი ინეტრესების საწინააღმდეგოდ. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი მოწყობილობები სხვადასხვა თავდასხმისათვის იყოს გამოყენებული, ისე რომ არც გვქონდეს გააზრებული თუ რა მნიშვნელოვან საკითხთან შესაძლოა გვოქნდეს საქმე, რითიც საბოლოოდ შესაძლოა, რაიმე კრიმინალურ დანაშაულთან აღოვჩნდეთ ასოცირებულები.
სწორედ ამ რისკებისგან დაცვის მიზნით გადავწყვიტე კიბერუსაფრთხოების კურსის გავლა, რაც ნამდვილად სიახლე და ამავე დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის.
გიორგი გამდლიშვილი
ჟურნალისტი