პოლიტიკა პუტინს ჰგონია, რომ რუსეთს მოსკოვიის ქვეშ აერთიანებს, სინამდვილეში ძველი რუსეთი კიევის გარშემო ექცევა – კახა გოგოლაშვილი

პუტინს ჰგონია, რომ რუსეთს მოსკოვიის ქვეშ აერთიანებს, სინამდვილეში ძველი რუსეთი კიევის გარშემო ექცევა – კახა გოგოლაშვილი

metalab.ge

პუტინს ჰგონია, რომ აერთიანებს რუსეთს მოსკოვიის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში ერთიანდება ძველი რუსეთი კიევის გარშემო. აშკარაა, რომ, როდესაც რუსეთის ფედერაცია დაიშლება კიევთან ინტეგრაციას მოინდომებენ ბელარუსიც და რუსეთის დასავლეთის პროვინციები, რომლებიც ოდეზღაც ძველ სლავურ ქალაქებს წამოადგენენ.


უკრაინის დღევანდელი ღერბი “ტრეზუბეცი” ნამდვილ რუსთა სახელმწიფოს საფუძველშივე იდო. ის მეცხრე საუკუნეში კიევისა და ნოვგოროდის დიდი მთავრის ვოლოდომირის მიერ მოჭრილ მონეტაზეა გამოსახული. დღევანდელი რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი შეპყრობილია იდეით, რომ კიევის რუსეთი (Киевская Русь) დღევანდელი რუსეთის (რუსეთის იმპერიის) განუყოფელი ნაწილი იყო. თავად კი, ალბათ წარმოუგენია, რომ მისი სახელი განგების გამო ემთხვევა კიევის დიდი მთავრის სახელს და მისი მისია მდგომარეობს იმაში, რომ კიევი – „რუსთა ქალაქთა დედაი“ (Мать городов русских), დააბრუნოს მშობლიურ წიაღში.
თუმცა რეალობა სულ სხვაა.

დღევანდელ რუსეთს პეტრე პირველამდე მოსკოვია ერქვა. ის არ ყოფილა სლავების (Рус-ების) ქვეყანა. მისი მოსახლეობა შერეული უგრო-ფინური და მონღოლური წარმოშობისა იყო. მათ დაიმორჩილეს რუსეთის სლავური სამთვაროები მე-15 საუკუნეში და თავად კულტურულად ნახევრად გარუსდნენ, მაგრამ სძულდათ ყველაფერი დასავლური. ამ დროს ნამდვილი სლავური სამთავროები ვაჭრობდნენ და მეგორობდნენ მათ მეზობელ პოლონელებთან და ლიტველებთან, ანუ დასავლურ ცივილიზაციებთან. მოსკოვიის მეფემ ივანე მესამემ (რომელიც ამავე დროს ყირიმის ხანის ვასალი იყო), მე-15 საუკუნეში რუსული სამთავროების დაპყრობის შემდეგ მათ აუკრძალა ლიეტუვასთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიეთობა. კიევი მან ვერ დაიპყრო და უკრაინელები პოლონელების გავლენის ქვეშ მოექცნენ.


ვლადიმერ პუტინი, ყირიმის ანექსიის გასამართლებლად ხშირად იყენებდა იმ არგუმენტს, რომ ეს ჩვენი, რუსი ხალხისთვის მაღალი სიმბილიზმის მატარებელი მხარეაო, რუსეთი იქ მოინათლაო. კი, 987 წელს ვოლოდიმირმა, დიდმა მთავარმა, ყირიმის ქალაქ ხერსონესში (რომელიც მაშინ ბიზანტიას ეკუთვნოდა) მართლმადიდებლური ნათლობა მიიღო. მაგრამ ის კიევის რუსეთის მეფე იყო და არა მოსკოვიის! ასე რომ, თუ პუტინისეულ არგუმენტაციას გამოვიყენებთ, ყირიმზე სულიერი კუთხით ლეგიტიმური უფლებები უფრო კიევს აქვს ვიდრე მოსკოვს (თანამდროვე საერთაშორისო სამართალს აღარც კი ვეხები).


მოკლედ, თუ მისტიური დამთხვებისა გვჯერა, პუტინი შეცდომაშია შეყვანილი და ის ვოლოდიმირი არ არის. ვოლოდიმირის თანამედროვე პროტოტიპი უფრო ვოლოდიმირ ზელენსკია. პუტინი კი “ცრუ-ვლადიმირად” (лже-Владимер) დარჩება ისტორიაში. და თუ ის ცდილობს კიევის მოსკოვიისთვის დამორჩილებას, მაშინ ის უფრო ივან მესამის ინკარნაცია ყოფილა (სხვათა შორის ის შეთქმულებმა მოკლეს). მაგრამ ივანეს არ გამოუვიდა კიევის დაპყრობა, ეს მას პოლონელებმა და ლიტველებმა არ დაანებეს (როგორ მეორდება ისტორია!).
საინტერესო დამთხვევაა, რომ კიევის დიდი მთავრის ვოლოდიმირ რიურიკის (ვარიაგების/ვიკინგების დინასტიის) ღერბი დღეს უკრაინის ღერბია და არა რუსეთისა. ეს ღერბი, რომელიც ჰერალდიკის პრინციპეპის შესაბამისად, ძალიან ძლიერი სიმბოლოა დღეს მოსკოვიას ებრძვის და გადატეხავს კიდევაც მას. СЛАВА УКРАИНЕ!

810 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.