დასავლელი სადაზვერვო ოფიციალური პირები NBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს მთელი უკრაინის კონტროლი, რადგან მას ჰგონია, რომ იმარჯვებს.
“ის გაძლიერებულად გრძნობს თავს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ბოლო კომენტარებით”– წერს NBC.
ევროპის წამყვანი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, პუტინი შეიძლება დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტასა და ფართომასშტაბიან სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ეს მის სამხედრო ძალებს აღდგენისა და გადაჯგუფების საშუალებას მისცემს, რომლის შემდეგაც ის კვლავ დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს სთავაზობს მომგებიან შეთანხმებას ნავთობის მიწოდებასა და არქტიკაში ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებსა და სარგებელზე — The Moscow Times.
“ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკული ნავთობკომპანიები რუსეთში დაბრუნდებიან, რადგან ისინი ვერ იტყვიან უარს ჩვენს ბუნებრივ რესურსებზე წვდომაზე,“ — განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
ბოლო პერიოდში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ინტენსიური კონტაქტის ფონზე, რუსეთი ცდილობს სანქციების ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას აშშ-სთან და სთავაზობს ერთობლივ პროექტებს სტრატეგიულ სექტორებში.