ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლკები დამოუკიდებლად ცნო. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
“აუცილებლად მიმაჩნია, დაუყონებლივ ვაღიარო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაყწვეტილებას და ორივე “რესპუბლიკასთან“ მეგობრობასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმებების რატიფიცირებას”, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა,
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლებას “საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაც“ მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პუტინი ამბობს, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.
გადაწყვეტილების მიღებამდე პუტინმა საბჭოს სხვადასხვა წევრს მოუსმინა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა მაშინდელი გამოცდილებით ისწავლა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია.