684
პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და გორში, სტალინის მუზეუმი დახურვას სთხოვს.
ელჩმა მაშკიევიჩმა დღეს, “რონდელის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, “რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, გამოსვლისას განაცხადა:
“მსურს, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს. მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ. ხართ პატარა ქვეყანა უზარმაზარი მეზობლით, რთულ ეკონომიკური მდგომარეობაში ხართ და არ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კეთილი, მაგრამ გთხოვთ, ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ: დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში”,-აღნიშნა ელჩმა.