სიახლეები პოლიციელების მხრიდან, ჩემზე განხორციელდა შეურაცხყოფა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა – ალექსანდრე ვალიაური

პოლიციელების მხრიდან, ჩემზე განხორციელდა შეურაცხყოფა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა – ალექსანდრე ვალიაური

metalab.ge

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გორში, სამართალდამცავებს მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ალექსანდრე ვალიაურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას მიმართა და სათანადო რეაგირებისთვის საქმის დეტალურად შესწავლას ითხოვს.

“19 აპრილს პოლიციელების მხრიდან ჩემზე, განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ღირსების შემლახავი მოპყრობა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა. საქმესთან დაკავშირებით მივმართე გენერალურ ინსპექციას. უშუალოდ ფაქტთან და მონაწილე პირებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადების გაკეთებას ვგეგმავ“,-აღნიშნა ალექსანდრე ვალიაურმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.