თუ არ ფინანსდებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ და ოპერაციული მკურნალობისთვის (გარდა საკეისრო კვეთის, ესტეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მომსახურებისა, პლასტიკური ქირურგიისა) თანხა გჭირდებათ, ერთჯერადად დახმარების მიღება კასპის მერიისგან შეგიძლიათ.
დახმარება მოიცავს გადასახდელი თანხის 50% – ით თანადაფინანსებას ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარისა.
დახმარების მისაღებად თქვენ ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოთ.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
- ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
- უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.
დახმარება გაგეწევათ ერთჯერადად, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი კონსულტაციისთვის (ერთი), კვლევებისთვის, მანიპულაციებისთვის და პროცედურებისთვის: 300-ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან – 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა.
სიმსივნით დაავადებულ პირთა კონსულტაციისთვის (ერთი), კვლევებისთვის, მანიპულაციებისა და პროცედურებისთვის თანადაფიანნსება მერიას უნდა მიმართოთ.
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ მუნიციპალიტეტის მერიაში?
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8