ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ნაწილი აქტიურად განიხილავს რუსეთიდან წამოსული ადამიანების საქართველოში შემოშვების საკითხს. ამ თემასთან დაკავშირებით, რონდელის ფონდის მკვლევარი, გიორგი ბადრიძე საკუთარ მოსაზრებას განმარტავს დ აფიქრობს, რლმ საქართველოს საკიხელისუფლებამ გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს და არა შიშის, სიხარბის და უპასუხისმგებლობის საფუძველზე.
“როდესაც ვფიქრობთ, მივიღოთ თუ არა რუსეთიდან წამოსული ლტოლვილები ნუ დაგვავიწყდება, რომ პირვლი დიდი ნაკადი, რომელიც მოაწყდება საქართველოს უახლოეს ხანში, იქნებიან ისევ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც მრავლად არიან რუსეთში, რომ უკვე ვეღარ გადის ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. როდესაც ვეუბნებით ევროპას, რომ დიახ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენი ნაწილი, ამისთვის აუცილებელია ევროპულად მოქცევა. სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა აუცილებელი, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე, დავრჩეთ რუსეთის ბნელი, მომაკვდავი იმპერიის უახლოეს ყურედ და ჩიხად, თუ საბოლოოდ გავხდეთ თავისუფალი, წარმატებული ევროპის ნაწილი”,-აცხადებს გიოგი ბადრიძე.