Uncategorized პირადობების შეგროვებაც ვეღარ უშველით, “ოცნება” დამთავრებულია – ქორჩილავა

პირადობების შეგროვებაც ვეღარ უშველით, “ოცნება” დამთავრებულია – ქორჩილავა

admin

ოპოზიციური პარტიის წარმოადგენლის, ბექა ქორჩილავას ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილს პირადობების მოწმობები გამოართვეს და მათზე გარკვეულ ზემოქმედებებს ახდენენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები “ოცნებას” წაგებული აქვს და ამას თავადვე ხვდებიან. ქორჩილავა დარწმუნებულია, რომ ხმის მისაცემად უბნებზე ბევრი ამომრჩეველი მივა და მმართველ გუნდს გაყალბების გეგმაც ჩაეშლება.

“ქართული ოცნებისთვის უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია ყალბი პირადობებით სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანების მიყვანა და ამ ფორმით არჩევნების გაყალბება. განსაკუთრებით ეს ხდება საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში და იმ დასახლებებში, სადაც არჩევნები ძველი წესით ტარდება. ჩვენი ინფორმაციით, წელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს სხვადასხვა გზით არჩევნების გაყალბებას, თუმცა ოპოზიცია, ერთიანი ძალებით შევეცდებით თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვას“,-აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.