სერვისებიპერსონალური ასისტენტის მომსახურება შშმ ქალების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

პერსონალური ასისტენტის მომსახურება შშმ ქალების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

metalab.ge


თუ ხართ შშმ ქალი და გჭირდებათ დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, გადაადგილებაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გორისა და ხაშურის
მუნიციპალიტეტები გთავაზობთ პერსონალური ასისტენტის მომსახურებას.


რას ითვალისწინებს ეს სერვისი?

ასისტენტის მიერ თქვენს დახმარებას სახლის გარეთ (მაგალითად: ბანკში, აფთიაქში, სასწავლებელში ან სამუშაო ადგილზე მისვლა); სერვისი ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ასისტენტის შრომას მერია ანაზღაურებს და თქვენთვის ეს უფასოა.


სერვისით სარგებლობა
შეუძლიათ – შშმ სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ გარეშე პირის დახმარება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მხარდაჭერის მისაღებად, განცხადება უნდა წარადგინოთ მერიის სოციალურ სამსახურში. მერია თავად უზრუნველყოფს ასისტენტის შერჩევას ან თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ კანდიდატურა, რომელიც გაივლის შესაბამის გადამზადებას.


საჭირო დოკუმენტაცია:
– პირადობის მოწმობის ასლი;
– შშმ პირის მოწმობა;
– ფორმა 100, სადაც მითითებულია ასისტენტის საჭიროება.

დაკავშირებული სტატიები