411
თუ ცხოვრობთ გორში, და ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარება გეკუთვნით. ერთჯერადად თქვენთვის 350 ლარის გაცემაა გათვალისწინებული. ამისთვის თქვენ, ან ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოთ.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან;
- დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8