სერვისები ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება კასპის მერიისგან შეგიძლიათ

ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება კასპის მერიისგან შეგიძლიათ

metalab.ge

თუ ცხოვრობთ კასპის მუნიციპალიტეტში და არ ფინანსდებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, შეგიძლიათ ოპერაციული მკურნალობისთვის (გარდა საკეისრო კვეთის, ესტეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მომსახურებისა, პლასტიკური ქირურგიისა) ერთჯერადი დახმარება მიიღოთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხის 50% დაგიფინანსდებათ (არაუმეტეს 500 ლარისა).

რა დოკუმენტებით უნდა მიმართოთ კასპის მერიას?

  •  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
  •  უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.