ფსიქოლოგიის დროქტორი, ალექსანდრე რუსეცკი საქართველოში მოქმედ იმ ჯგუფებს მიმართავს, ვისაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირი აქვთ. მისი ინფორმაციით, უკრაინის ჟურნალისტები ელოდებიან მრავალმხრივ საერთაშორისო მხარდაჭერას, რაშიც ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების როლიც მნიშვნელოვანია.
“კიდევ ორი ჟურნალისტი დაიღუპა უკრაინაში. მე გთხოვ,თ საქართველოში მოქმედ იმ ორგანისიზაციებს, ვისაც გაქვთ კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაცებებთან. წამოიწყეთ უკრაინის ჟურნალისტების მხარდამჭერი კამპანია. ჟურნალისტთა საერთაშორისო სოლიდარობა წარმოადგენს პროფესიული მოღვაწეობის ერთ-ერთ სახეობას. ყველა ოპერატიულ საქმეებში ხართ ჩართულები და ეს გვესმის, მაგრამ გთხოვთ გახდეთ საერთაშორისო კამპანიის ლიდერები. უკრაინის ჟურნალისტები ელოდებიან მრავალმხრივ საერთაშორისო მხარდაჭერას. ასევე ყურადღებაა გასამახვილებელი რუსეთის იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არიან რეპრესირებულნი. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ზუმ კონფერენციის ჩატარებას” , -წერს ალექსანდრე რუსეცკი.