ხაშურის მუნიციპალიტეტში ომის ვეტერანებისთვის და მათი ოჯახებისთვის ფულადი დახმარება გაიცემა. მუნიციპალური პროგრამა ეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც არიან:
1) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 958 100);
2) ა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდები (კოდები–958 311; 958 312; 958 313);
ბ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ინვალიდები (კოდები–958 811; 958 812; 958 813)
3) ა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრი (კოდი–958 501);
ბ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი (კოდი–958 502).
რა მოცულობის დახმარება გაიცემა?
1) ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, 9 მაისთან დაკავშირებით– 400 ლარი (პ1);
2) საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან–26 მაისთან დაკავშირებით – 400 ლარი (3-ა,ბ).
ბენეფიციართა კონტიგენტს და მათ საბანკო (საპენსიო) ანგარიშებს აზუსტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8