სერვისები მრავალშვილიან ოჯახებს ქარელში 600-1000 ლარამდე თანხით ეხმარებიან

მრავალშვილიან ოჯახებს ქარელში 600-1000 ლარამდე თანხით ეხმარებიან

metalab.ge

თუ შეგეძინათ მესამე ან და მეტი შვილი, ქარელის მერია თანხით დაგეხმარებათ. პროგრამის მიზანია, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით, მრავალშვილანი ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მრავალშვილიან ოჯახებში, ახალშობილთა დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, რომელთაც შეეძინათ მესამე და ყოველი მომდევნო შვილი.

რა თანხის მიღება შეგიძლიათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში – 600 ლარი.

მეოთხე შვილის დაბადების შემთხვევაში – 800 ლარი.

 მეხუთე შვილის დაბადების შემთხვევაში – 1000 ლარი,

ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე – 1000 ლარზე 200-200 ლარის დამატებით.

ტყუპების შემთხვევაში ინდივიდუალურად, რიგითობის გათვალისწინებით.

დახმარება ვრცელდება, როგორც ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან მოქალაქეებზე, ისე ქარელში მცხოვრებ დევნილის სტატუსის მქონე ოჯახებზე.

2022 წლის დეკემბრის თვეში მრავალშვილან ოჯახებში დაბადებულ ახალშობილთა დახმარება (ანაზღაურების გაცემა) შესაძლებელია 2023 წლის პირველ თებერვლამდე.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  •  განცხადება,
  • ბავშვის(ბავშვების) დაბადების მოწმობები,
  • მშობლების/მშობლის (მეურვის/მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი,
  • განმცხადებლის (მშობელი, მეურვე და სხვა) საბანკო რეკვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.