სერვისები მრავალშვილიან ოჯახებზე გორის მერია ფულად დახმარებას გასცემს

მრავალშვილიან ოჯახებზე გორის მერია ფულად დახმარებას გასცემს

metalab.ge

თუ ცხოვრობთ გორის მუნიციპალიტეტში, თქვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150000-ის ჩათვლითაა და მე-3 შვილი შეგეძინათ, 300 ლარიანი დახმარების მიღება შეგილძიათ. (თუ თქვენი შვილების ასაკი 18 წელს არ სცდება).

საქართველოში მრავალშვილიანის სტატუსი იმ მშობელს ენიჭება, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყვს, თუმცა გორის მერია ერჯერადად დახმარებას მე-3 შვილის შეძენაზეც გასცემს, აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

თუ თქვენ 0-დან 18-წლამდე 4 შვილიან ოჯახთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ერთჯერადად 500 ლარიანი დახმარების მიღება შეგიძლიათ. ხოლო 0-დან 18 წლამდე ასაკის 5 შვილიანი ბავშვების ოჯახების შემთხვევაში, დახმარება თითო ბავშვზე 200 ლარს შეადგენს.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • განცხადება მერის სახელზე;
  • დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  • შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
  • დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად საბანკო ანგარიშზე.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.