სერვისებიმრავალშვილიანი დედებისთვის, ქარელსა და ხაშურში ფულადი დახმარება გაიცემა

მრავალშვილიანი დედებისთვის, ქარელსა და ხაშურში ფულადი დახმარება გაიცემა

metalab.ge

მრავალშვილიანი დედებისთვის შიდა ქართლში სპეციალური ფულადი პაკეტები მოქმედებს, რაც ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს.

ქარელში, მე-3 შვილზე 600 ლარი გაიცემა, მე-4-ზე – 800 ლარი, ყოველ მომდევნოზე 1 000
ლარი.

ხაშურში 4 და მეტშვილიან დედებს – 100 ლარი ეკუთვნით თითოეულ ბავშვზე (გაიცემა
მარტში, დედის დღესთან დაკავშირებით).


დახმარების მისაღებად, მიმართეთ მერიას ან მერის წარმომადგენელს სოფელში. წარადგინეთ ბავშვების დაბადების მოწმობები და მრავალშვილიანი მშობლის
სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

დაკავშირებული სტატიები