აფხაზეთი მოქალაქეები, საქართველოს მთავრობას ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის საჭირო ზომების მიღებას სთხოვენ

მოქალაქეები, საქართველოს მთავრობას ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის საჭირო ზომების მიღებას სთხოვენ

metalab.ge

სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ნაწილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვს. საქართველოს მთავრობას კი ამისთვის დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ირაკლი ბებუა უკვე მეორე წელია პატიმრობაში იმყოფება აფხაზეთში, ის დააპატიმრეს სეპარატისტული “დროშის” დაწვის მცდელობის გამო იმ დღეს როდესაც სეპარატისტები “დამოუკიდებლობის და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდნენ და მიუსაჯეს 9 წელი. ამ ყველაფერს დიდი გამბედაობა და ვაჟკაცობა უნდა, და ყველა ქართველს უნდა გვეამაყებოდეს ეს ადამიანი, რადგან იცოდა რაზეც მიდიოდა და ეს გააკეთა საქართველოს სიყვაულში. რა თქმა უნდა ყველა აფხაზეთში მცხოვრები ადამიანი სეპარატისტი არ არის და უნდათ ჩვენთან ძმობა და მეგობრობა, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მტრებს გვიწოდებენ და მზად არიან ნებისმიერ დროს გვესროლონ, ძმებს ვერ ვუწოდებთ, ჩვენ უნდა ვიცნოთ ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ მტერი”,-წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ბებუას მხარდამჭერთა ჯგუფი.

ირაკლი ბებუა, 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს.

ბრალდების თანახმად, ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე “აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა. მოგვიანებით ამ ბრალდებას კიდევ ერთი დაემატა – საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკის დროს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42 აღმოაჩინეს.

2020 წლის დეკემბერში, 28 წლის ირაკლის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში, საბრძოლო მასალის შენახვა კი არ უღიარებია.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.