ჰიპერმარკეტების ქსელი “გორგია” მომავალი წლიდან გორშიც იმუშავებს. კომპანიის ხელმძღვანელმა თორნიკე გურულმა ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გორია და წელს ჰიპერმარკეტს აუცილებლად გახსნიან.
“ძალიან დიდი მოთხოვნაა გორიდან. მათ შორის სოციალური ქსელებიდან.. დღე არ გავა მომხმარებლისგან მოთხოვნა არ შემოვიდეს. ასევე კვლევა ჩავატარეთ ადგილობრივ ბაზარზე და გორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც ამ კუთხით განვითარება მიმდინარეობს”, – აღნიშნა თორნიკე გურულმა.
ამ დროისთვის “გორგიას” ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 10 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს.