პოლიტიკა მთავრობის რიტორიკა არ შეესაბამება ქართველი ხალხის დამოკიდებულებას-ზურაბიშვილი

მთავრობის რიტორიკა არ შეესაბამება ქართველი ხალხის დამოკიდებულებას-ზურაბიშვილი

metalab.ge

საქართველოს პრეზიდენტმა CNN – ის ეთერში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია შეაფასა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ის არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის პოზიციებს.

“რიტორიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა იყენებს, არ შეესაბამება ქართველი ხალხის დამოკიდებულებას. თბილისში რომ ჩამოხვიდეთ ნახავთ, რამდენი უკრაინის დროშაა სხვადასხვა ადგილას აღმართული. ასევე სხვადასხვა ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ გვესმის რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოს და უკრაინას ორ საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს რუსეთის აგრესიის თვალსაზრისით. სამხედრო დახმარებას რაც შეეხება, ამას ალბათ ის ქვეყნები უფრო გაბედულად ახდენენ, რომელბზეც მოქმედებს NATO-ს წესდების მე-5 მუხლი. საქართველოს კი არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები და ესეც გასათვალისწინებელია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.