თუ ხართ მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახიდან ან/და მონაწილეობდით და დაზარალდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებით მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გორის მერიისგან ერთჯერადად 400 ლარის მიღება შეგიძლიათ.
დახმარება გაიცემა ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზეც იმავე ოდენობის თანხით. ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) დამატებით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
9 მაისს კი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 300 ლარიან დახმარებას იღებენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
ხოლო 17 ოქტომბერს, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით იმავე ოდენობის თანხა გაიცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
- დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8