თუ ცხოვრობთ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ხართ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მშობელი, მუნიციპალური პროგრამით სარგებლობას შეძლებთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ მშობელზე, რომელსაც ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს.
ხოლო ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით დაფინანსების მიღება იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებული გაქვთ 0-დან – 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. ხოლო 70 000-დან – 100 000-ის ჩათვლით ქულის შემთხვევაში მარტოხელა მშობელს 300 ლარიანი დახმარება ეკუთვნის.
200 ლარის მიღებას კი შეძლებთ, თუ 0-დან 18წლამდე შვილ(ებ)ი გყავთ და სოციალური მომსახურების სააგენტოდან მინიჭებული გაქვთ 100 000-დან – 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
- საბანკო ანგარიში;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
- გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8