790
გორელმა ძიუდოისტმა პარიზის გრანდ სლემის ფინალში იაპონელ ფალავანს, სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დამატებით დროში, შავდათუაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
დღევანდელი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნარებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. შავდათუაშვილის გარდა, გრანდ სლემზე მედლები მოიპოვეს – ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა. მათ მესამე ადგილები დაიკავეს.