სერვისები კოლეჯი „განთიადი“ სსსმ/შშმ სტუდენტებს და მათ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

კოლეჯი „განთიადი“ სსსმ/შშმ სტუდენტებს და მათ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

metalab.ge

თუ მიეკუთვნებით სსსმ/შშმ პირთა კატეგორიას, კოლეჯი “განთიადი” პროფესიული ორიენტაციის განსაზღვაში დაგეხმარებათ. თქვენ მშობლებს და ოჯახის წევრებს, ასევე სხვა მხარდამჭერ პირებს კი შესაბამის კონსულტაციებს სთავაზობს.

უფასო სერვისი გულისხმობს სსსმ/შშმ სტუდენტთა სოციალური უნარების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობას, ასევე საჭიროების გათვალისწინებით, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

“პროგრამის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, ტრენინგ-კურსებსაც ვატარებთ. მსგვსი ღონისძიებები მიმართულია ინკლუზიური პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდისკენ.მომსახურებით სარგებლობა უფასოდ ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ, ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეუძლია”,-განმარტავენ “განთიადში”.

საგანმანათლებლო დაწესებულება „განთიადი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და მომსახურების სფეროს მიმართულებით.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.