სერვისები კიბოსწინარე დაავადების მქონე პაციენტებს ოპერაციული მკურნალობა 500 ლარამდე თანხხით უფინანსდებათ

კიბოსწინარე დაავადების მქონე პაციენტებს ოპერაციული მკურნალობა 500 ლარამდე თანხხით უფინანსდებათ

metalab.ge

კიბოსწინარე დაავადების მკურნალობას კასპის მერია დაგიფინანსებთ. კონკრეტულად კი ერთჯერადად, გადასახდელი თანხის 50% მიღება (არაუმეტეს 500 ლარისა) შეგიძლიათ.

თქვენ ან თქვენი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოთ.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  •  ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.