სიახლეები კიბერჰგიენაზე, ხატია ხაბაშვილმა გამოცდილება გორელ ახალგაზრდებს გაუზიარა

კიბერჰგიენაზე, ხატია ხაბაშვილმა გამოცდილება გორელ ახალგაზრდებს გაუზიარა

metalab.ge

“ქართული მედია ჯგუფის” კიბერუსაფრთხოების კურსის მონაწილე ხატია ხაბაშვილი დღეს გორელ ახალგაზრდებს შეხვდა და კიბერჰიგიენის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. შვედური ორგანიზაციის, (Civil Rights Defenders) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხატია ამ თემაზე მოხსენებასაც ამზადებს, რომელსაც შემაჯამებელ ღონისძიებაზე უფრო დეტალურად წარმოადგენს. მანამდე კი მან გორის უნივერსიტეტში შეკრებილი ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და გარკვეული რჩევებიც მისცა.

“შეხვედრა ჩატარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის წევრებისთვის, სადაც ვისაუბრეთ კიბერჰიგიენაზე. განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი კიბერშეტევებისგან, მაგალითად, სოციალური ქსელების, ელ.ფოსტისა და სხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებისას. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თავდაცვის შესაძლებლობები, რაზეც ყველაზე მეტი კითხვა დაისვა. გავუზიარე ინფორმაცია, თუ როგორ შევამოწმოთ ჩვენი პაროლების სიძლიერე, როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან და ა.შ. შეხვედრა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით, რაც მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოს. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შედეგად, 50-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისეთ საკითხებზე მიიღო ინფორმაცია, რომელიც აქამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და სოციალური ქსელების მოხმარებისას არ გაუმახვილებიათ ყურადღება,“-აღნიშნა ხატია ხაბაშვილმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.