21-ე საუკუნეში მთელი სამყარო დამოკიდებულია ინტერნეტზე,
ინტერნეტ ქსელებზე და მათი საშუალებით კომუნიკაციაზე. ერთი მხრივ ეს
ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას, თუმცა მეორე მხრივ
გამოიწვია დამოკიდებულება მათზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი
ერთმანეთთანაა კავშირში, გამოიწვია კიბერუსაფრთხოების საკითხის
გააქტიურება.
მინდა მადლობა გადავუხადო „ქართულ მედია ჯგუფს” რომ მომცა
საშუალება გამევლო კიბერუსაფრთხოების კურსი, რომელიც ძალიან
მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების
სტუდენტისთვის. მოწვეული ექსპერტისგან მივიღე ცოდნა და გამოცდილება
ბევრ საინტერესო თემაზე, რომელიც დამხმარება თავი დავიცვა
კიბერდანაშაულისგან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს სწორედ ინტერნეტაქტივობებითა და
სოციალური ქსელებით ხდება სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება,
რაშიც აქტიურად უნდა ჩავერთოთ, მით უმეტეს, რომ ჩვენ მაქსიმალური
ძალისხმევა გვმართებს სწორედ გამყოფ ზოლთან მცხოვრები
ადამიანების ინფორმაციული მხარდაჭერისათვის. აქედან გამომდინარე,
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა მათთვის და ყოველი
ჩვენგანისათვის უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომელ
სფეროში მოღვაწეობ, ნებისმიერი მიმართულებით – იქნება ეს პოლიტიკა,
ეკონომიკა, სოციალური ან კულტურული სფერო – კიბერუსაფრთხოება
აუცილებელი გარანტია ადამიანის საქმიანობის მისაღწევი შედეგების
სრულყოფილებისათვის.
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა უმნიშვნელოვანესია – სოფო ედიშერაშვილი
824