სიახლეები კიბერუსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსზე მსმენელების მიღება დაიწყო

კიბერუსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსზე მსმენელების მიღება დაიწყო

metalab.ge

კიბერუსაფრთხოების ცენტრი გორში აცხადებს მსმენელების (18 წლიდან) მიღებას სასერტიფიკატო სასწავლო კურსზე. შერჩეული მონაწილეები კვალიფიციური სპეციალისტებისგან უფასოდ შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, რისკების შეფასება, ინფორმაციის დაცულობა და ა.შ. 

3 თვის განმავლობაში გადამზადებული პირები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რის საფუძველზეც შეძლებენ აღნიშნულ საკითხებზე დამოუკიებლად ტრენინგების, პრეზენტაციების და სხვა სახის შეხვედრების მოწყობას. 

“იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ ეპოქაში ონლაინუსაფრთხოება ერთ-ერთ საყურადღებო მიმართულებას წარმოადგენს, გადავწვიტეთ ადგილზე შეგვექმნა სივრცე, სადაც დაინტერესებული პირები კომპეტენტური ადამიანებისგან შეძლებდნენ საჭირო ინფორმაციის მიღებას და უნარების გამომუშავება-გაუმჯობესებას, შემდეგ უკვე გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას. ეს ის სფეროა, რომლის მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნაც აუცილებელია ნებისმიერი საქმიანობისთვის, როგორც სკოლებში, არასამთავრობო სექტორში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ, ისე რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს უფლება იყოს დაცული ონლაინ სივრცეში. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე კიბერუსაფრფთხოება დღეს ერთ-ერთ საჭირო მიმართულებას წარმოადგენს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ამ სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა მომდევნო წლებში უფრო გაიზრდება,”-ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, 2022 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.  შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს, ახალგაზრდებს და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციისთვს  დაგვიკავშირდით kartligroup@gmail.com   

კიბერუსაფრთხოების სასწავლო პროგრამა ხორციელდება “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში, რომელიც შვედური ორგანიზაციის, “სამოქალაქო უფლებების დამცველები” (CRD) მხარდაჭერით ხორციელდება. 

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.