მადლობა ,,ქართულ მედია ჯგუფს,, რომ მომეცა საშუალება დავსწრებოდი ტრენინგებს, კიბერუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით.
მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვარ დასაქმების კონსულტანტი, თავად ჩემი სამუშაო გულისხმობს და მევალება, რომ კონფიდენციალური იყოს მოქალაქის მონაცემები, ამისთვის მნიშნელოვანია გვქონდეს განსაკუთრებული ცოდნა, კიბერუსაფრთხოების შესახებ.
მნიშვნელოვანია ის, რომ რეგიონში 30 ადამიანს მიეცა საშუალება გაიგოს რა არის კიბერუსაფრთხოება, შეეძლოს იცოდეს რა არის ყალბი ინფორმაცია და რა შეესაბამება სინამდვილეს, თუნდაც იცოდეს ადამიანმა რა უნდა დადოს სოციალურ ქსელში და რა არა, ცალსახად ეს კურსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიცვათ როგორც საკუთარი თავები ისე ჩვენს გარშემომყოფები. სამწუხაროდ ჩვენი რეგიონის სიახლოვეს გადის საოკუპაციო ხაზი, აქედან გამომდინარე ხშირია არასწორი და მცდარი ინფორმაცის გავრცელება, მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც, ამიტომ კურსის თვითეულ მონაწილეს გვეკისრება ვალდებულება აქ მიღებული ცოდნა გავუზიაროთ სხვა ადამიანებს.