ტექნოლოგიები კიბერუსაფრთხოების კურსის შემდეგ, ყველა დეტალს სხვა თვალით აღვიქვამ – რუსკა ბუზიაშვილი

კიბერუსაფრთხოების კურსის შემდეგ, ყველა დეტალს სხვა თვალით აღვიქვამ – რუსკა ბუზიაშვილი

metalab.ge

სამყაროში, სადაც ნაბიჯს ვეღარ ვდგამთ ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ყველა ქმედება და შედეგი დამკიდებულია ჩვენს ურთიერთობაზე ტექნოლოგიებთან. ჩვენს ყველა მნიშვნელოვან საბუთს, ფულს, ვიდეო თუ ფოტო მასალას ციფრულ სამყაროში ვინახავთ, იმ სამყაროში, სადაც ყოველ წამს ვიღაცის თვალთვალის ფაქტები სააშკარაოზე გამოდის, საჯაროვდება მოსმენის ფაქტები…

მხოლოდ საჭირო კი არა, აუცილებელიც კია ყველა ადამიანმა, რომელსაც სურს კარიერის დაგეგმვა, იცოდეს როგორ დაიცვას პირადი თუ სხვა ადამიანების ინფორმაცია და როგორ არ გახდეს კიბერ შეტევების მსხვერპლი. “ქართული მედია ჯგუფის” პროექტი, კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც ვარ, გახდა სწორედ ის წყარო, რომელმაც ამ თემებთან დაკავშირებით, ჩემს პერსონალურ უსაფრთხოებასა და მის დაცვასთან დაკავშორებით დამაფიქრა და სხვა თვალით შევხედე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას, ვფიქრობ მეტად ორიენტირებული გავხდი თოთოეულ დეტალზე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხობრობ, არასდროს ვერიდები საჯაროდ საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ხშირად ტროლ-ბოტების თავდასხმის მსხვერპლიც ვყოფილვარ, მაინც ვფიქრობდი ,”მე ვინ უნდა მომპაროს, პირადი იმფორმაცია, ვის რაში აინტერესებს ჩემი ცხოვრება” მეთქი, მაგრამ არა! ამ შეხვედრებმა, მიმახვედრა, რომ ყველაზე პასიურ ადამიანსაც კი რომლის ცხოვრებაც თითქოს არაფრითაა გამორჩეული,უნდა შეეძლოს თავი დაიცვას ნებისმიერი კიბერ თავდასხმისა თუ სხვა მანკპულაციებისაგან.

აქვე, არ შემიძლია, არ ვახსენო ის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, პროექტში ჩართულნი იყვნენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადები არიან და კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ იცოდნენ თავდაცვის მექანიზმები.

აქედან გამომდინარე, ეს პროექტი საგრძნობლად საჭირო და აუცილებელია საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრენერი არის ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში საკუთარი თავი იმდენად აქვს დამკვიდრებული, რომ მისი რეგალიების ჩამოთვლაც კი წარმოუდგენელია.

რუსკა ბუზაიშვილი

სტუდენტი

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.