“ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია “ქართული მედია ჯგუფის” მიერ ორგანიზებული კიბერუსაფრთხოების კურსი, რადგან მიწევს ბავშვებთან მუშაობა და მშობლებთან კომუნიკაცია. ამ ტრენინგიდან გამომდინარე მშობლებს მე თვითონ ვასწავლი, რა უნდა იცოდნენ, კიბერუსაფრთოებაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვან შვილები იმ საფრთხეებისგან, რომელიც ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში ემუქრებათ. იცოდნენ, რა უნდა აკონტროლონ და ზოგადად, რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს მშობელი ამ მიმართულებით.
სულ მარტივად, სოციალურ ქსელში ბავშვს შეიძლება მიწეროს ვიღცამ და ის აღმოჩნდეს პედოფილის მსხვერპლი, ბავშვმაც და მშობლემაც უნდა იცოდეს რა ინფორმაციას ასაჯაროვებს. სოციალურ ქსელში დადებული ვიდეო ან ფოტო, რომელიც შესაძლოა უბრალო სახალისო იყოს, შესაძლოა ნახოს უცხო პირმა და ეს გამოყენებული იყოს ბავშის და მისი ოჯახის შანტაჟისთვის. როდესაც თუნდაც ლოკაციებს ვდებთ, სად ვიმყოფებით, ან ვპოსტავთ, რომ წავედით დასასვენებლად, სავსებით შესაძლებელია ეს ინფორმაციაც ვიღაცამ სათავისოდ გამოიყენოს, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რა დოზით და რა ინფორმაციას ვავრცელებს. კიბერუსაფრთხოების კურსი, რომელსაც “ქართული მედია ჯგუფის” საშუალებით გავდივართ, გვაძლევს საშუალებს კვალიფიციური ექსპერტებისგან მოვისმინოთ და გამოვიყენოთ ამ სფეროსთვის საჭირო რეკომენდაციები.”
ანა ხუტიაშვილი
ფსიქოლოგი