სიახლეები კიბერუსაფრთხოების თეორიული კურსი დასრულდა – მონაწილეები კონფერენციისთვის ემზადებიან

კიბერუსაფრთხოების თეორიული კურსი დასრულდა – მონაწილეები კონფერენციისთვის ემზადებიან

metalab.ge

კიბერუსაფრთხოების კურსის მსმენელებისთვის დღეს თეორიული ნაწილის ბოლო ლექცია ჩატარდა. ონლაინ სფეროს მთავარი გამოწვევები და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად გაზრდილი საფრთხეები – ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც შეხვედრაზე ყველაზე მეტი აქცენტი გაკეთდა. კურსს მთელი წლის განმავლობაში CASE -ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ლაშა პატარაია უძღვებოდა. პროექტის მონაწილეებმა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, გამოიმუშავეს საჭირო უნარები მოვლენების სწორად აღქმის კუთხით და გააანალიზეს ამ ყველაფრიდან მომდინარე შესაძლო რისკები.

თეორიული ნაწილის შემდეგ, მომდევნო ორი კვირა უკვე პრაქტიკულ ეტაპს დაეთმობა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულები სპეციალური მოხსენებებით წარსდგებიან და კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებენ. მანამდე კი გამოცდილებას იმ ჯგუფებს უზიარებენ, რომლებთანაც საქმიანობა და პროფესია აკავშირებთ.

“ქართული მედია ჯგუფი” პროექტს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა. შვედური ორგანზიაციის “სამოქლაქო უფლებების დამცველები” (CRD) მხარდაჭერით, ჯამში 50 მონაწილე გადამზადდა. პარალელურად შეხვედრები ეწყობოდა საოკუპაციო ხაზის სოფლებში, სადაც დაინტერესებულ პირებს სასწავლო რესურსები ურიგდებოდათ და კურსში ჩართვის შესაძლებლობებს ეცნობოდნენ. ამ ყველაფრის შედეგებს პროექტის გუნდი დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამებს, რომელსაც მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმოამდგენელიც დაესწრება.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.