ტექნოლოგიები კიბერუსაფრთხოება დაგვეხმარება შევქმნათ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო – ლექსო ვალიაური

კიბერუსაფრთხოება დაგვეხმარება შევქმნათ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო – ლექსო ვალიაური

metalab.ge

“კაცობრიობა მიდის წინ. აქედან გამომდინარე ციფრული სამყაროს ტექნოლოგიები ბოროტმოქმედებისა და ბოროტი სახელმწიფოების შემთხვევაში, შეიძლება გადაიქცეს ყველაზე საშიშ იარაღად. პრინციპში ეს უკვე ცხადიც არის, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოიყენა კიბერთავდასხმა. ფაქტობრივად ჩვენმა ქვეყანამ შექმნა პრეცედენტი, იმდენად სწორი სტრატეგიით და პოლიტიკით მუშაობდა, რომ პირველად ისტორიაში საჭირო გახდა რუსეთისგან “კიბერ ომის” განხორციელება.

დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში არის უმძიმესი მდგომარეობა, რაც გარკვეულწილად განაპირობა რუსეთის წინასწარ დაგეგმილმა კიბერთავდასხმებმა, შეტევებმა, შანტაჟმა და ა.შ

მსოფლიოში არსებული ასეთი გამოწვევების ფონზე, ჩემში ინტერესი გააჩინა აღნიშნულმა სფერომ. “ქართული მედია ჯგუფის” მიერ ორგანიზებულ კურსის მონაწილეც სწორედ ამიტომ გავხდი. ამ ტრენინგებიდან, რომელიც კიბერუსაფრთხოებას ეხება,  ყველაზე მეტად მიხარია, ამ სივრცეში დიდი რაოდენობით, დაინტერესებული ახალგაზრდების ნახვა.

რეალურად ამ ახალგაზრდებმა უნდა დაიცვან მომავალში ჩვენი ქვეყანა იმ გამოწვევბისგან, რაც უკავშირდება კიბერუსაფრთხოებას. მსგავსი კურსების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს. რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს იცოდეს იმ გამოწვევების შესახებ, რაც უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს და თავს იყრის ციფრულ სამყაროში, მით უფრო მეტად მოვახერხებთ, შევქმნათ ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო”.

ლექსო ვალიაური

პოლიტიკოსი

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.