სასწავლო კურსის მიმდინარეობის პარალელურად, “ქართულმა მედია ჯგუფმა” ადმინისტრაციულ ცენტრთან დაშორებულ ლოკაციებზე სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყვიტა. ამ მიზნით, პირველი შეხვედრა კასპის მუნიციპალუტეტის სოფელ მეტეხის დევნილთა დასახლებაში მოეწყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები, დასახლების ერთ-ერთ აქტიურ მაცხოვრებელს, ალიონა ნუკრაძეს შეხვდნენ, რომელიც ამავე დროს GMG-ს პროექტების მონაწილეა. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების თემაზე ომგამოვლილ მოსახლეობაში დაინტერესება დიდია, თუმცა მათი სოფლიდან, სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილება მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება, რის გამოც ისინი ტრენინგებში მოანაწილეობას ვერ ახერხებენ.
“ქართული მედია ჯგუფი” ყოველთვის გამოირჩევა აქტუალურ და საჭირო საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხელშეწყობით. გამონაკლისი არც კიბერუსაფრთხოების კურსია. მე პირადად გორში ჩასასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდება, ისიც ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი. დევნილ ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან თემაზე მართლაც სჭირდებათ ტრენინგ-სემინარები, თუმცა ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ შეხვედრებში მონაწილეობას ტრანსპორტის პრობლემის გამო. მოხარულები ვიქნებით თუ ადგილზე გვექნება სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა”,-აღნიშნა ალიონა ნუკრაძემ GMG-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
შეხვედრისას გადაწყდა, რომ მსგავსი პრობლემებით გამორჩეულ სოფლებში აქტივისტთა ჯგუფები შეიქმნება, რომელთა შუამავლობითაც დაინტერესებულ პირებს სასწავლო რესურსები ონლაინ მიეწოდებათ.
“მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ რიგ სოფლებში მოუწესრიგებელი განრიგით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის გამოც დაინტერესებულ პირებს არ ეძლევათ დაგეგმილ ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის საშუალება. ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ასეთ სოფლებში ჩვენი პროექტის მონაწილეებით შევქმნათ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად შეხვდებიან ადგილობრივ ახალგაზრდებს და ჩვენგან მიწოდებულ მასალებს პირადად გააცნობენ, ეს პროცესი კი მეტეხის დევნილთა დასახლებიდან დავიწყეთ”,-აღნიშნა “ქართული მედია ჯგუფის” ჟურნალისტმა, შორენა ბიჭიკაშვილმა.
“ქართული მედია ჯგუფი” ამ დროისთვის, კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე, 2023 წლის მესამე ნაკადთან მუშაობს. პროექტს კი შვედური ორგანიზაციის, Civil Rights Defenders მხარდაჭერით ახორციელებს. წლის ბოლოსთვის სერტიფიცირებული