სერვისები კეთილთვისებიანი  სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობას კასპის მერია აფინანსებს

კეთილთვისებიანი  სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობას კასპის მერია აფინანსებს

metalab.ge

კასპის ადგილობრივ ბიუჯეტში კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად თანხებია გათვალისწინებული. დახმარება გულისხმობს პაციენტის მიერ სტაციონარული მკურნალობისთვის გადასახდელი თანხის, ერთჯერად თანადაფინანსებას 50% – ით,  არაუმეტეს 700 ლარსა.

რა დოკუმენტებით უნდა მიმართოთ კასპის მერიას?

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარს დაფინანსების თაობაზე, დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 50%-ით, ამ შემთხვევაში მერიის თანადაფინანსება არ უნდა სცდებოდეს 1000 ლარს.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.