ოპერაციული მკურნალობისთვის და სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის კასპის მერიას მიმართეთ, რომელიც წლის განმავლობაში 1000 ლარით დაგეხმარებათ. მატერიალური დახმარების გამოყენება, სამედიცინო მომსახურების შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეგეძელებათ.
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ მერიაში?
დახმარების მისაღებად თქვენ ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა კასპის მერს განცხადებით უნდა მიმართოთ და თან გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი; ასევე საჭიროა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100) და ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან, მათ შორის აფთიაქიდან;
მერიაში ასევე უნდა იყოს წარდგენილი უარი ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8