სერვისები კასპში, ნეიროქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ ოპერაციებს 50%-ით აფინანსებენ

კასპში, ნეიროქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ ოპერაციებს 50%-ით აფინანსებენ

metalab.ge

ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები, ასევე ამ ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა საფიქსაციო მოწყობილობების ამოღება კასპის მერიის მხარდაჭერით, ნახევარ ფასში შეგიძლიათ, კონკრეტულად კი დაფინანსება მოხდება გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა;

იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარს დაფინანსების თაობაზე, კასპის მერიას გადასახდელი თანხის ნახევარის დაფინანსება 700 ლარიანი ლიმიტით აქვს განსაზღვრული. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართო.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  •  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  •  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.