სერვისები კასპში კომპიუტერული ტომოგრაფია,  ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევა, სცინტიგრაფია და კოლონოსკოპია დაგიფინანსდებათ

კასპში კომპიუტერული ტომოგრაფია,  ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევა, სცინტიგრაფია და კოლონოსკოპია დაგიფინანსდებათ

metalab.ge

თუ ცხოვრობთ კასპში და გჭირდებათ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიისათვის თანხა, 70% -ს (არაუმეტეს 500 ლარისა)  მერია დაგიფინანსებთ. დახმარება გაგეწევათ ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) თუ ხართ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული და ოჯახის სარეიტინგო ქულა 65001-მდეა. 300 ლარამდე თანხის შემთხვევაში სრულად დაგაფინანსებენ,  ხოლო 301-ლარიდან – 70%-ით (არაუმეტეს 500 ლარისა).

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ მერიაში წარსადგენად?

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  პაციენტის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
  • ამ მუხლის მე-2 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
  • ონკოლოგიური პაციენტის შემთხვევაში უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიიდან კვლევის (კვლევების) დაფინანსების თაობაზე.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.